მედია: თვითმმართველობის არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა – კალაძეს მხარი მხოლოდ ამომრჩეველთა 20%-მა დაუჭირა

თვითმართველობის არჩევნებზე უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა იყო. ამას ცხადყოფს ს ოფიციალური მონაცემები.

ირკვევა, რომ თბილისის უბნებზე სულ 273 ათას 929 ადამიანი გამოცხადდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 26%-ია. ეს კი ნიშნავს, რომ დედაქალაქში ხმის უფლების მქონე მილიონზე მეტი ადამიანიდან ს, რომელიც კენჭს მესამე ვადით იყრიდა, მხარი მხოლოდ 215 ათასამდე მოქალაქემ დაუჭირა.

სამოქალაქო სექტორის თქმით, მონაცემები ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნება” დედაქალაქში რეიტინგს სულ უფრო ჰკარგავს. მათივე თქმით, არც ბრაზი გამქრალა, რომელიც ხალხს მათი პოლიტიკის მიმართა აქვთ.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდი “ქართული ოცნება” აქტიურად ცდილობდა მხარდამჭერების მობილიზებას, თუმცა დავინახეთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის მხოლოდ 31%-მა მიიღო და ცესკოს პირველადი მონაცემებით, კალაძემ აქედან 214 575 ხმა მიიღო, რაც თბილისის ამომრჩევლის თითქმის 20%-ია. ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ქალაქის მეხუთედი, პრაქტიკულად, პოლიტიკურ რეჟიმს მხარს არ უჭერს და მის მიმართ რეზისტეტნტული რჩება. ის, რომ დიდი ქალაქები პოლიტიკურ უკმაყოფილებას ინარჩუნებს, ეს ძალიან აშკარაა და ბუნებრივია, ეს ტოვებს იმედებს, რომ დემოკრატიისთვის მშვიდობიანი თითორგანიზება ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება, – ამბობს ,„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.