მედია: თელავში გადაღებული ვიდეოს ავტორს, პაპუნა სარალიძეს, სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

“მთავარი არხის” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თელავში გადაღებული ვიდეოს ავტორს, პაპუნა სარალიძეს, სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ – საქმე ეხება ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ მიუვარდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი პროევროპული აქციის მონაწილეებს თელავის მერიასთან. არსებული ინფორმაციით, სარალიძეზე თავდამსხმელი სწორედ ამ პიროვნების შვილია. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში კი მისი თანმხლები პირებიც მონაწილეობდნენ.
🔻 ამ დროისთვის, სარალიძე მიღებული დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში იმყოფება. მას მენჯის ძვალი აქვს გატეხილი და ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ