მედია: თეა წულუკიანის ორმაგი სტანდარტი (ვიდეო)

აგვისტოს ომში დამნაშავედ საქართველოს ახლა უკვე თავდაცვის მინისტრიც ადანაშაულებს – ირაკლი ჩიქოვანს უხერხულობას არ უქმნის ოკუპანტის ნაცვლად ქვეყნის ინტერესების გაწირვა – ამ განცხადებით მინისტრი არ გაფრთხილებია ჯარისკაცებს, რომლებსაც “ოცნება” ავტომატურად ომის დამნაშავეებად აცხადებს.

წულუკიანის 400-ზე მეტ გვერდიანი დასკვნა მთლიანად ეთმობა წინა ხელისუფლების კრიტიკას – მთავარი საყრდენი იმ სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშებია, ვისაც ახლა “ოცნება” აგენტებად რაცხავს.

“ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტი სახეზეა – ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს ეყრდნობიან იმ შემთხვევაში, თუ გაკრიტიკებულია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელი პერიოდი – მაგრამ თუ იგივე ორგანიზაციები ახლა წერენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მიტაცებულ სასამართლოზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, მოქალაქეების წამებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ივანიშვილის გავლენებზე, მათ მართულებად და ქვეყნის მტრებად მოიხსენიებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას