მედია: თბილისში რუსული რესტორნების ქსელი შემოდის – რესტორანი ოლიგარქი ივანიშვილის სასტუმრო “თბილისი პარაგრაფში” გაიხსნება

თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, “სიროვარნიას” ფილიალი იხსნება. ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა. ინფორმაციას რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press-ი ავრცელებს.

რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” გაიხსნება, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილს ეკუთვნის.

Smart Press-ის ცნობით, რესტორნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყო და მას შემდეგ რესტორნის ინფრასტრუქტურული მოწყობა მიმდინარეობდა. რესტორნის გახსნის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი მე-6 ქალაქი გახდება დუბაის (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ს (სომხეთი), ალმატის (ყაზახეთი), დუშანბესა (ტაჯიკეთი) და ტაშკენტის (უზბეკეთი) შემდეგ, რომელშიც Novikiv Group-ის რესტორნების ქსელის ფილიალი გამოჩნდება. Cheesefarm რუსი რესტორატორის, არკადი ნოვიკოვის ბიზნესია — ქსელი საკუთარი წარმოების ყველის კოლექციითაა ცნობილი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით

ლაშა ტყეშელაძე – ლევან ხაბეიშვილს ვერ გააჩერებენ, ის ამბობს, რომ სადაც იქნება იქ იბრძოლებს – მოუწოდებს ყველას, აიტაცოთ საქართველოს დროშა და 4 ოქტომბერს მშვიდობიანად გამოხვიდეთ რუსთაველზე