მედია – ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთში ჩავა და უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებს

უკრაინის პრეზიდენტი, უახლოეს დღეებში ესპანეთში გაემგზავრება, – ინფორმაციას El Pais-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი სა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. 2023 წლის ივლისში „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინასთან ერთად მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებისთვის საფუძველი გახდა.
ამ შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე.
უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი უკვე ცხრა ქვეყანასთან მოაწერა, მათგან უკანასკნელი ლატვიაა. ასევე მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება ნორვეგიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ