მედია – ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს პოლონეთში ელოდებიან

უკრაინის პრეზიდენტი, ს დღეს პოლონეთში ელოდებიან და ვიზიტის ფარგლებში ის უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანჯეი სეინამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ირიბად დაადასტურა.
კერძოდ, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ზელენსკის დღეს პოლონეთს ეწვიოს, ანჯეი სეინამ უპასუხა, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო ვერაფერს გაამჟღავნებს და ეს „გახდება ცნობილი მაშინ, როცა გახდება ცნობილი“.
პოლონეთის მთავრობაში გასულ კვირას განაცხადეს, რომ ზელენსკი, შესაძლოა, ვაშიგტონში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გამგზავრებამდე ვარშავაში ჩავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ