ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს და სენატორებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
11-12 დეკემბერს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გარდა, ამერიკელ კონგრესმენებს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდება.
Bloomberg-ის ცნობით, ზელენსკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტალინა გეორგიევასთან შეხვედრასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირს, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.