მედია: ვის ჩააბარეს ნარკოლოგიური? (ვიდეო)

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ნარკომანიის პრევენციის ცენტრები, “ქართული ოცნების” დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძის ძმას ჩააბარეს.

ლევან ჩაკვეტაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას ხელი 2024 წლის 24 დეკემბერს მოეწერა.

  • ახლა, უკვე “ქართული ოცნების” დეპუტატის ძმის ხელშია არა მხოლოდ მეტადონის პროგრამა, რომელსაც ათასობით ბენეფიციარი ჰყავს, არამედ ნარკოდამოკიდებული პირების მონაცემთა ბაზებიც.
  • სწორედ ნარკომანიის პრევენციის ცენტრს აჰყავს აღრიცხვაზე წამალდამოკიდებული მოქალაქეები და იგივე უწყება ხსნის მათ ამ ბაზიდან.  

დგინდება ისიც, რომ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ახალი შეფი, საქართველოსთან ერთად ს მოქალაქეც არის. რისთვის სჭირდება ლევან ჩაკვეტაძეს რუსული პასპორტი? – კითხვას არც  ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი და არც “ოცნების” დეპუტატი არ პასუხობს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი სრულად სახელმწიფო საკუთრებაა. ბოლოს გასაჯაროებული მონაცემებით, მისი ბიუჯეტი 18 მილიონს აღწევს. ამ მილიონების განკარგვა, ნარკომანიისა და ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, ალკოჰოლიზმისა და ნარკო სარეაბილიტაციო ცენტრები, 19 ფილიალი საქართველოს მასშტაბით – ყველაფერი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქისა და ოცნების დეპუტატის ძმის ხელშია.

რა მიზანი აქვს ქართულ ოცნებას?  –  მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდა.
2024 წლის ბოლოს, ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელად პარტია ქართული ოცნების წევრის ძმა ინიშნება. დაახლოებით ორ თვეში კი პარლამენტში, ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება. მოვლენების ეს ქრონოლოგია სპეციალისტებისთვის აჩენს განცდას, რომ რეჟიმს მოწყვლადი და სტიგმატიზებული ჯგუფების ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება სურს.

ყველა თანხმდება, რომ კანონი თუ  ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ გამკაცრდება, კარგია, მაგრამ მთავარი კითხვაა – იქნება თუ არა იმის პოლიტიკური ნება, რომ შემომტანები რეალურად დასაჯონ?! უკვე წლებია ისმის საჯარო ბრალდებები, რომ ამ ნარკო მარშრუტებს,  გავლენიანი მფარველები ჰყავს და ამის გამო მათ ვერავინ ეხება.