ამ სტატიაში ნახავთ რამდენიმე მაგალითს, თუ რატომ თვლიან იურისტები, უფლებადამცველები და აქტივისტები, რომ ქვეყანაში მოქმედებს დანაშაულის დასჯის უსამართლო, ფასადური სისტემა, რომელიც აშინებს ხალხს და ახშობს პროტესტს.
იურისტები და არამხოლოდ, მიიჩნევენ, რომ უკვე აშკარა გახდა სახელმწიფო პასუხისმგებლობას აკისრებს და სჯის მოქალაქეებს, მაშინ, როდესაც სამართალდამცავების ძალადობას ფარავს.
ერთი სილა = 7 წელს
კანონმდებლობით, დანაშაულად არ ითვლება ისეთი საქციელი, რომელიც, მართალია ფორმალურად შეიცავს კანონით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯილიყო.
იურისტების შეფასებით, იმგვარი სილის გაწნა, რომელსაც არ შეიძლება ტკივილი გამოეწვია, მხოლოდ მცირე მნიშვნელობისაა და ის რაიმე სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს ადამიანს.
იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სილის გაწნა არის შეურაცხყოფა, რაც ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და არა სისხლის სამართლის წესით.