ბათუმი შერატონი აჭარაში ერთ-ერთი პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო, ის 2011 წელს $80-მილიონიანი ინვესტიციით გაიხსნა.
სასტუმროს მფლობელია თურქეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგი Nurol-ი, რომლის შემადგენლობაშიც შედის საფინანსო, სამშენებლო, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მრეწველობის, უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორის კომპანიები. ჯგუფის შემოსავლები 2023 წელს 42.3 მილიარდი თურქული ლირა, ანუ 1.4 მილიარდი დოლარი იყო. ჯგუფის მოგება კი აღნიშნულ წელს $300 მილიონ დოლარს შეადგენდა. ჯგუფის აქტივები 4.5 მილიარდ დოლარს მოიცავს.
რაც შეეხება უშუალოდ ბათუმი შერატონს, კომპანიას 2023 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული აქვს, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში მათი შემოსავლები 1.5 მილიონი ლარით, 29.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
სასტუმროს მოგებამ 2023 წელს 3 მილიონი ლარი შეადგინა. Sheraton ბათუმი 203 ნომრისგან შედგება, კომპანიის ჯამური აქტივები 70 მილიონ ლარს შეადგენს.
ამასთან, ბათუმი შერატონში განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთი უმსხვილესი სამორინე, რომლის შემოსავალიც 2023 წელს 67 მილიონ ლარს შეადგენდა.
სასტუმრო 2011 წელს გაიხსნა.