მედია: ვის ასახელებს “ოცნება” მასონების შემდეგ საქართველოს მტრებად – წულუკიანის ახალი თეორია

“ოცნების” კონსპირაციების თეორიები – მასონების შემდეგ, საქართველოს მტრებად “ქართულმა ოცნებამ” ახლა უკვე მულტინაციონალური კომპანიები და უცხოელი ოლიგარქები დაასახელა. ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში უხილავ ძალებზე ლაპარაკობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, თუმცა ოცნების ლიდერი დამაზუსტებელ კითხვებზე იბნევა.

თეა წულუკიანმა გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების ვინაობა არ იცის, თუმცა დარწმუნებულია რომ ასეთი პარტია არსებობს და ის საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კონკრეტულ გვარებს, ვერც ასახელებს, მაგრამ იცის, რომ უჩინარი ძალის გავლენით მოქმედებენ ქვეყანაში დიპლომატები, ოპოზიცია და არასამთვარობო სექტორი.

მოსკოვში პუტინი და თბილისში ივანიშვილის პარტია  საზოგადოებას უმტკიცებს,რომ გლობალური ძალები ევროპულ ღირებულებებს ებრძვიან. ვინ არის ერთადერთი გლობალური ომის პარტია კი კარგად იციან ბალტიის ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა,რომლებმაც რუსული დეზინფორმაციის გავლენა საკუთარ თავზე გამოსცადეს. ქართული ოცნების პროპაგანდა კი სასაცილოდაც არ ჰყოფნით.

“ჰიბრიდული ომი პუტინის მეთოდებით” – ასე ხედავენ მოცემულობას ივანიშვილის გუნდის ოპონენტები. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს და ომის შიშით მანიპულირებს.