“ქართული ოცნების” მძიმე ახალი წელი – ოლიგარქი და მისი გუნდის ნაწილი ახალ წელს სანქციებით ხვდება. მეორე ნაწილი კი სანქციების მოლოდინშია. კიდევ უფრო მასშტაბური შეზღუდვების პაკეტი დაანონსებულია. რიგში დგანან დასანქცირებული რეჟიმის ოჯახის წევრები. მათ შორის ოლიგარქის შვილიც, რომელიც წლებია, ამერიკის მოქალაქეა.
ივანიშვილი გამონაკლისი არ არის. “ოცნების” პოლიტიკური ელიტის შვილებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში სწავლობენ ან ცხოვრობენ შესაძლოა, მალე ქვეყნის დატოვება მოუწიოთ.
ამერიკაში ჰყავთ შვილები ყოფილ პრემიერს და პარლამენტის მოქმედ ვიცე სპიკერებს. სავარაუდოდ, მზადდება რეჟიმის მსახურების ახალი შავი სიაც, რომლის სათავეშიც ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახი კალაძე იქნებიან.