მედია: ვინ იმუშავა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციაზე?

უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისია 15 წევრისგან შედგება და მას ოცნების პრემიერი ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე ოცნების ხელისუფლების განათლების და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეა. კომისიის შემადგენლობაშია თბილისის მერი და 8 მინისტრი.

ოცნების ხელისუფლების მთავრობის 2025 წლის 20 იანვრის განკარგულებით, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

ირაკლი — კომისიის თავმჯდომარე;

გივი მიქანაძე, ოცნების ხელისუფლების განათლების და მეცნიერების მინისტრი — კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ლევან იზორია, ოცნების ხელისუფლების პრემიერის მრჩეველი განათლების და მეცნიერების საკითხებში;

მარიამ ქვრივიშვილი, ოცნების ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ლაშა ხუციშვილი, ოცნების ხელისუფლების ფინანსთა მინისტრი;

კახაბერ გულედანი, ოცნების ხელისუფლების რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

პაატა სალია, ოცნების ხელისუფლების იუსტიციის მინისტრი;

ოცნების ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი;

თინათინ რუხაძე, ოცნების ხელისუფლების კულტურის მინისტრი;

შალვა გოგოლაძე, ოცნების ხელისუფლების სპორტის მინისტრი;

სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

გიორგი ჯინჭარაძე, ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

ლევან ჟორჟოლიანი, ოცნების ხელისუფლების მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;

, თბილისის მერი;

მარიამ ლაშხი, ოცნების პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია გუშინ, 16 ოქტომბერს წარადგინა. მან განათლების სისტემაში 7 გამოწვევაზე გამოყო, “რომელთა საფუძველზე რეფორმის ძირითადი ამოცანები განისაზღვრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს”.

განათლების რეფორმის პრეზენტაციაში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას”, 12-წლიანი სასკოლო ციკლი ისევ 11-წლიანით უნდა შეიცვალოს და სურთ დაამკვიდრონ “მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი”.

უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის წევრმა, თბილისის მერმა რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ცოტა დაგვიანებული”.

წყარო