მედია: “ვინ ვინ არის”: სკანდალური ფინალი და მწვავე შეფასებები სოცქსელში – რატომ აკრიტიკებენ “ქალ პანტერად” გადაცმულ აჩიკო სოლოღაშვილს და რას პასუხობს თიკა ჯამბურია სტეფანეს?

“იმედ­ზე” პრო­ექტ “ვინ ვინ არის” მო­რი­გი სე­ზო­ნი მუ­სი­კო­სი­სა და ტე­ლე­წამ­ყვან გია ბა­ღაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე კენ­გუ­რუს კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი წარ­დგა. გა­მარ­ჯვე­ბულს ბინა და სხვა­დას­ხვა პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცა, რის შემ­დე­გაც ბა­ღაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამ გა­მარ­ჯვე­ბას თა­ვის ოთხ ქა­ლიშ­ვილს უძღვნის.

ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი – თიკა ჯამ­ბუ­რია, ზურა მან­ჯა­ვი­ძე და არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი. სწო­რედ ფი­ნა­ლის­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვა მწვა­ვე კრი­ტი­კა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მსა­ხი­ობ არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა.

“ქალი პან­ტე­რა” და სინ­დი­სის პა­ტიმ­რის კო­ლე­გა: მძი­მე პა­რა­ლე­ლე­ბი

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლის, “რუს­თა­ვი 2”-ის წამ­ყვა­ნი­სა და ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს: “ქალი პან­ტე­რას კოს­ტუ­მის ქვეშ, სინ­დი­სის პა­ტიმ­რის ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის კო­ლე­გა არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი იმა­ლე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა ქალი პან­ტე­რა არ არის ქალი და კაცი პან­ტე­რა კაცი?”

კრი­ტი­კის ძი­რი­თა­დი თემა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი­სა და პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის შე­და­რე­ბა გახ­და, რა­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხაზს უს­ვამს ორ მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ არ­ჩე­ვანს: ერთი, არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, “პრო­პა­გან­დის­ტულ მე­დი­ას ამაგ­რებს” და “კლო­უ­ნის წი­თელ ბურ­თსაც წა­მო­ის­კუ­პებს ცხვირ­ზე, თუ დას­ჭირ­დე­ბა,” და მე­ო­რე, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­მელ­მაც “სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა დათ­მო”.

პოს­ტის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ჭი­ჭი­ნა­ძემ უარი და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბა­ზე, რაც არ ჩა­უ­დე­ნია, რა­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სთა­ვა­ზობ­დნენ, რი­თაც “სა­კუ­თა­რი თავი ცი­ხის­თვის მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ი­მე­ტა, რომ სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­მარ­ჯვოს.” ამ ფონ­ზე, სო­ლო­ღაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შო­უ­ში, სა­დაც ის ნიღ­ბის ქვეშ იმა­ლე­ბა, ბევ­რის­თვის სიმ­ბო­ლუ­რად აღ­ქმულ იქნა, რო­გორც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა.

 

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის კრი­ტი­კა და თიკა ჯამ­ბუ­რი­ას პა­სუ­ხი

შოუს “ვინ ვინ არის” ფი­ნალს კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლის­გა­ნაც, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

“ისე რა კარ­გი სა­ხე­ლი ქვია მაგ შოუს “ვინ ვინ არის”, ესე ზუს­ტად ვერც და­არ­ქმევ… გარ­და ყვე­ლაფ­რი­სა, ჩემ­თვის რთუ­ლია ყუ­რე­ბა ფო­ნოგ­რა­მა­ზე მი­ლი­ონ­ჯერ ჩა­წე­რი­ლი “ქრინ­ჯი“ სიმ­ღე­რე­ბით, დიდ კოს­ტი­უ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი, რო­გორ ვერ სუნ­თქა­ვენ და რა­ღაც უც­ნა­ურ მოძ­რა­ო­ბებს აკე­თე­ბენ. ვინ ჩაძ­ვრე­ბა მაგ კოს­ტი­უმ­ში, რა აზრი აქვს, მა­ინც თუ ფო­ნოგ­რა­მაა. სა­ხელს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ნამ­დვი­ლად აკ­ვდე­ბა მო­ნა­წი­ლე­ებს”.

სტე­ფა­ნეს სტა­ტუსს ფი­ნა­ლის­ტმა თიკა ჯამ­ბუ­რი­ამ უპა­სუ­ხა. მან სა­კუ­თარ გვერ­დზე წლე­ბის წინ ერთ-ერთ შო­უ­ში სტე­ფა­ნეს ნამ­ღე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

“მი­უ­ხე­და­ვად დიდი პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის, მისი სიმ­ღე­რე­ბის და შე­მოქ­მე­დე­ბი­სად­მი, რო­მელ­საც პი­რა­დად გა­მოვ­ხა­ტავ­დი და არ ვმა­ლავ­დი, მა­ინც ვერ ვით­მენ და მეც ღიად ვუ­პა­სუ­ხებ უკვე აწ თავ­ზე …. ებს… ჩვენ ნიღ­ბის ქვეშ ვმღე­რით ფო­ნოგ­რა­მა­ზე და აგერ უნიღ­ბოდ უა­რე­სა­დაც შე­იძ­ლე­ბა.”

“ვინ ვინ არის” მო­რი­გი სე­ზო­ნი, მი­უ­ხე­და­ვად რე­ი­ტინ­გი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბით დას­რულ­და.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს