ვინ დაესწრება 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს – “პირველებისთვის” ახალი გვარები ხდება ცნობილი. ასეთებად ოპოზიცია ლევან ვასაძეს, მიხეილ ხუბუტიას, მამუკა მერკვილაძეს და მამუკა ფიფიას ასახელებს. მათი თქმით, ეს ის ოთხი ბიზნესმენია, რომელიც რუსი დიქტატორის ზეიმში მიიღებს მონაწილეობს.
ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ ჩვენი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან მიწვეულია ბატონი ყაველაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუცია პასუხი, მიდის თუ არ მიდის ამ სამარცხვინო ღონისძიებაზე, მაგრამ ფაქტი მიუთითებს, რომ ის ამ ნაბიჯის გადამდგმელია. ახლაც მიმდინარეობს მსჯელობა, რომელიც უფრო იხრება წასვლისკენ. ამასთანავე მიწვეულები არიან ადგილობრივი სათვისტომოს წარმომადგენლები. ისეთი, როგორიც არიან მამუკა ფიფია, ასევე ეფ ეს ბე-თან მოთანამშრომლე და ამერიკის სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ბატონო ოთარ ფარცხალაძე და ამასთანავე მიხეილ ხუბუტია. ეს არის იმის ნათელი დადასტურება, რომ ბიძინა ივანიშვილის კავშირები მოსკოვში არის ისეთივე მყარი, როგორიც აქამდე შეიძლება, არც ყოფილა, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან სანიკიძე.