მედია: ვარშავაში, ქართულ რესტორანთან მომხდარ ჩხუბს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა | დაკავებულია 3 პირი

პოლონეთის დედაქალაქში მომხდარ ჩხუბს, საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება ვარშავის ცენტრში კონსტიტუციის მოედანზე ქართულ რესტორანთან  მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ჩხუბი რესტორანში დაიწყო და შემდეგ გარეთ ტროტუარზე გაგრძელდა. ჩხუბის დროს გამოიყენეს ცივი იარაღიც. დაიჭრა 3 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მკერდის არეში მიყენებული ჭრილობის გამო 31 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ვარშავის პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე. ადგილზე გამოძიება გრძელდება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან