მედია: ვარლამ ლიპარტელიანი და შპს „ლიპო“ – გახდება თუ არა დეპუტატის შეუთავსებელი საქმიანობა მანდატის შეწყვეტის საფუძველი?

საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერის მიხედვით, “ოცნების” დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი შპს „ლიპოს“ 100%-იან წილს ფლობს და ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა –  ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

  • ცნობისთვის, რეგლამენტი დეპუტატს ბიზნესის მართვაში მონაწილეობას უკრძალავს.

როგორც  “ფლანგვის დეტექტორი” წერს, ლიპარტელიანს 2025 წლის დეკლარაციაში შპს „ლიპოდან“ შემოსავალი არ უფიქსირდება, თუმცა დირექტორად ყოფნა თავად წარმოადგენს შეუთავსებლობის პრობლემას, რაც მანდატის შეწყვეტის საფუძველიც შეიძლება გახდეს.

ამასთან, ლიპარტელიანი შპს „ჩემპიონთა სახლის“ 50%-იან წილს ფლობს და 2025 წლის დეკლარაციით ამ კომპანიიდან 21 950 ლარის შემოსავალიც აქვს მიღებული.
ლიპარტელიანი პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა. 2025 წლის 5 თებერვალს დატოვა პარტია და „ევროპელ სოციალისტებს“ შეუერთდა, რამდენიმე თვეში კი ეს ჯგუფიც დატოვა და კვლავ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციაში დაბრუნდა”, – წერს “ფლანგვსი დეტექტორი”. 

წყარო