მედია: ვამოწმებთ ფაქტებს: რა არის სიმართლე ირაკლი რუხაძის ნათქვამში და რა არა

რადიო თავისუფლების პოდკასტში „2150“ ბიზნესმენი, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ორი საათისა და 22 წუთის განმავლობაში პასუხობდა როგორც აუდიტორიის, ასევე ჟურნალისტის კითხვებს. ამ საუბარში მან არაერთი სადავო ფრაზა თქვა. ფაქტების გადამოწმებით გთავაზობთ მათგან ექვსს:

1. „მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ… ამერიკის მოქალაქე ვარ”

ირაკლი რუხაძის გვარი მოხვდა -ის მიერ სანქცირებული ს ე.წ. გამაძლიერებელთა სიაში, რომელიც, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, კონგრესიდან სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მის დამტკიცებამდე, 9 იანვარს გაეგზავნა. წერილი ივანიშვილის გამაძლიერებელთა სანქცირებას ითხოვდა.

„მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება… შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა – ვერ. მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს”, – თქვა ირაკლი რუხაძემ, რომელიც სანქცირებულია ში.

შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს მართლაც ძალიან იშვიათ და საგამონაკლისო შემთხვევებში უწესებს სანქციებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა აშშ-ს სანქციების ქვეშ შეიძლება მოექცნენ კონკრეტული სამართლებრივი და ეროვნული უსაფრთხოების გარემოებების გათვალისწინებით აშშ-ის მოქალაქეები.

ეს ხდება იშვიათ შემთხვევებში, როცა მოქალაქე ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, ან არღვევს კონკრეტულ საერთაშორისო და შიდა კანონებს.

ეს შეიძლება იყოს ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობა (OFAC), ნარკოტიკების ტრეფიკინგი და ორგანიზებული დანაშაულები (Kingpin Act). ამავე დროს, აშშ-ს შეუძლია მოქალაქე ან ორმაგი მოქალაქე შეიყვანოს ე.წ. მაგნიტსკის სიაში (Global Magnitsky Act).

აშშ-ს შეუძლია ფინანსური სანქციები დაუწესოს მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ან კორუფციულ საქმიანობაში. ეს აქტი მოქმედებს არა მხოლოდ უცხოელებისთვის, არამედ აშშ-ის მოქალაქეებისთვისაც.

აშშ-მა ფინანსური სანქციების ქვეშ შეიძლება მოაქციოს თავისი მოქალაქე, თუ ის არღვევს საერთაშორისო სანქციებს (მაგალითად, ცდილობს სანქცირებული ქვეყნისთვის სერვისების ან საქონლის მიწოდებას).

კიბერუსაფრთხოების დარღვევების ან ფულის გათეთრების სქემებში მონაწილეობის გამო, ამერიკულ უწყებებს ასევე აქვთ უფლება, აშშ-ის მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესონ.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას