“პირველების” ექსკლუზივი – დაკავებულია “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენი ვლადიმერ სტეფანიანი. “ტვ პირველის ინფორმაციით, სასტუმროების მფლობელი გუშინ ბაკურიანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.
სტეფანიანის დაკავებას “პირველებს” უდასტურებენ ბაკურიანში ადგილობრივები. მათი ინფორმაციით, გაიჩხრიკა “ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის სასტუმროც, სადაინაც სავარაუდოდ ტექნიკა და საბუთები წაიღეს.
წყაროს ინფორმაციით, სასტუმროების ქსელის მფლობელის დასაკვებლად ბაკურიანში უამრავი სამართალდამცველი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით, უცნობია, თუ რატომ დაადეს ხელბორკილების ბიზნესმენს, რომელსაც არაერთხელ აქვს შეწირული დიდი რაოდენობით თანხები “ქართული ოცნებისთვის”.
სასტუმროს ადმინისტრაცია სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. დაცვა “პირველებთან” ირწმუნება, რომ ადგილი არც სასტუმროში ჩხრეკას ჰქონია.
ვინ არის ვლადიმერ სტეფანიანი?
- ის შპს “ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის” და შპს “კრისტალსერვისის” დირექტორია. სტეფანიანს 2021 წელს “ქართული ოცნებისთვის” შემოწირულობის ახით გადაცემული აქვს 50 000 ლარი.
- ასევე 2018 წელს, როდესაც სალომე სალომე ზურაბიშვილი იყო “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი, სტეფანიანმა “ოცნებას” შესწირა 60 000 ლარი.




