მედია – ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დარბაზი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციამ დატოვა

ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ს საგარეო საქმეთა მინისტრის ს გამოსვლისას ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ლავროვის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ეუთო-ს პლენარული შეხვედრების დარბაზი დატოვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ს დელეგაციების წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში მიმდინარეობს.