მედია: ერთ წელში რუსულ ბანკებში ოქროს რეზერვები განახევრდა

რუსული მედია РБК წერს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის რუსულ ბანკებში ოქროს რეზერვი ორჯერ შემცირდა. მედია ს ცენტრალური ბანკის მონაცემებს ეყრდნობა.

მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 1-ელი იანვრისთვის რუსული ბანკების ანგარიშებზე ძვირფასი ლითონებისა და ქვების რეზერვები 325.4 მილიარდ რუბლამდე ჩამოვიდა. ეს 38.1 ტონა ოქროს შესაბამისი ფასია, რაც 2022 წლის ივლისიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ძვირფასი ლითონის ანგარიშებზე ნაშთი 23.6%-ით შემცირდა, თუმცა ეს, ფიზიკური ოქროს ფასებში, 46.4%-იანი კლებაა, რაც 33 ტონა ოქროს აღემატება.

2020 წლის შემდეგ ეს რუსეთში ძვირფასი ლითონების რეზერვების ყველაზე დიდი კლებაა. მაშინ პანდემიისა და კრიზისის ფონზე ბანკებში ოქროსა და სხვა ძვირფასეულობის მოცულობა 34.5 ტონით შემცირდა.

რუსულ ბანკებში ფიზიკური ოქროს რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს მიაღწია. მაშინ ბანკების ანგარიშზე 472.4 მილიარდი რუბლის ღირებულების ძვირფასი ლითონები ისახებოდა, რაც 80 ტონა ოქროს აღემატებოდა.

უცნობია, თუ რამდენი რუსული ბანკი მუშაობს ფიზიკური ოქროს გამოყენებით. საკრედიტო დაწესებულებები ამ ინფორმაციას ანგარიშებში არ უთითებენ. 2022 წლის თებერვლამდე ამ მაჩვენებლით ლიდერობდა სბერბანკი, VTB, გაზპრომბანკი, როსსელხოზბანკი, ბანკი ოტკრიტიე, სოვკომბანკი და პრომსვიაზბანკი.

World Gold Council-ის მონაცემებით, 2024 წელს ოქრომ ფასის რეკორდი 40-ჯერ მოხსნა. 2025 წლის 11 თებერვლისთვის ერთი უნცია ოქროს ფასი  2 900 დოლარს უტოლდენა.

წყარო