ერევანში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.