მედია – ენტონი ბლინკენის განცხადებით, ირანმა და „ჰეზბოლამ“ ისრაელს, შესაძლოა, მომდევნო 24 საათში შეუტიონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კოლეგებს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან განუცხადა, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ მხრიდან ს წინააღმდეგ თავდასხმა, შესაძლოა, ორშაბათს დაიწყოს, – ინფორმაციას Axios-ი სატელეფონო ზარის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახლო მოკავშირეებთან სატელეფონო საუბრით შეეცადა დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა ირანსა და „ჰეზბოლაზე“ მათი მხრიდან შურისძიების მაქსიმალურად შემცირების მიზნით. -ის სახელმწიფო მდივნის თქმით, მათი დარტყმების გავლენის შეზღუდვა საუკეთესო შანსია ყოვლისმომცველი ომის თავიდან ასაცილებლად.
წყაროების ცნობით, ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ იცის თავდასხმის ზუსტი დრო, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის შეიძლება დაიწყოს მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში, ანუ უკვე ორშაბათს.
შეგახსენებთ, ირანი და მისი ლიბანელი მოკავშირე “ჰეზბოლა” თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესა და ბეირუთში „ჰეზბოლას“ სამხედრო მეთაურის ფუად შუკრის მკვლელობებში ისრაელს ადანაშაულებენ და საპასუხო ქმედებებით იმუქრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”