მედია – ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ში ვიზიტი, რომელიც 13-14 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, მოულოდნელად გადადო, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Challenges-ი ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოგზაურობის არჩეული თარიღი არ იყო საბოლოო და მათ გადაწყვიტეს მისი შეცვლა, რათა მეტი დრო დაეთმოთ მაკრონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
Challenges-ის ინფორმაციით, ვიზიტის ახალი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი შესაძლო თარიღი შეიძლება იყოს 24 თებერვალი – უკრაინის წინააღმდეგ ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავი, მაგრამ ამ დღეს პარიზში ყოველწლიური საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ღონისძიება იწყება, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ფერმერების, მათ შორის ფრანგი ფერმერების, პროტესტის ფონზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მაკრონის უკრაინაში ვიზიტი არც 24 თებერვალს განხორციელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს