მედია: ელჩებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტს

ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა (ელჩებმა) მხარი დაუჭირეს ში ომის გამო ს წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტის ამოქმედებას.
ბრიუსელში დღეს, 14 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ სააგენტო „ფრანს პრესი“ და უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“.
წყაროთა თანახმად, ახალი სანქციები გავრცელდება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 200-მდე გემზე, მათ შორის ნავთობის ტანკერებზე, 30-მდე კომპანიაზე, რომლებიც უკვე არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლით მოქმედებენ და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან კავშირის მქონე 75 კერძო და იურიდიულ პირზე.
სანქციების მე-17 პაკეტი 20 მაისს უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ს ანექსიის გამო დაიწყო და მნიშვნელოვნად გააძლიერა 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ევროკავშირმა სანქციების წინა, მე-16 პაკეტი 2025 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე მიიღო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია