მედია – ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარი დაუჭირეს, – ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ვებგვერზე გამოქვეყნდა.
„ევროკავშირის ელჩები ახლახან შეთანხმდნენ პრინციპში წინადადებაზე, გაყინულ აქტივებთან დაკავშირებული მოგება უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გამოიყენონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ საუბარია შეთანხმების პირველ ნაბიჯზე. კერძოდ, მისი თქმით, ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას – გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების ცალკე ანგარიშზე განთავსებას. „ახლა საქმეა შემდეგი ნაბიჯის შეთანხმების საკითხი: ფულის რეალურად გაგზავნა უკრაინაში“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში