მედია: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დაუგეგმავად ჩასვეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგში დაუგეგმავად ჩასვეს. შეხვედრაზე მინისტრები “ქართული ოცნების” მორიგ დიპლომატიურ სკანდალზე, ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასა და სანქციების საკითხზე იმსჯელებენ.

მინისტრებმა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ ჩასვეს, რაც “ქართული ოცნება” ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს დაუპირისპირდა  და ელინა ვალტონენი აქციაზე მისვლის გამო დააჯარიმა.

ევროპარლამენტის ყოფილი მრჩეველი თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ ფინეთის მთავრობის წარმომადგენელზე “გაუგონარი თავდასხმის შემდეგ” ელოდება, რომ “ევროკომისია დაბეჭდავს მოხსენებას უვიზო რაჟიმთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში”.

ველოდებით ჩვენ, რომ ევროკომისია დაბეჭდავს მოხსენებას უვიზო რაჟიმთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში და ეს ყველაფერი დაემთხვევა ასევე მინსტრებს საბჭოს ფოკუსს საქართველოზე, ამ გაუგონარი თავდასხმის შემდეგ. 

რა თქმა უნდა, მინისტრები და ქვეყნები კიდევ ერთხელ იქნებიან საქმის კურსში ჩაყენებული, რა ხდება ბოლო რამდენიმე კვირის და განსაკუთრებით ამ ბოლო კვირის, საქართველოში როგორ ხდება ასეთი დემოკრატიის გამანულებელი კანონების მიღება, ასეთი დაჩქარებული ტემპით, როგორი თავდასხმა და მასობრივი შეტევა მიდის ევროკავშირზე, მის წარმომადგენლებზე უმაღლეს დონეზე და ამას დაემატება ის უმკაცრესი მოხსენება, რომელიც რამდენიმე დღეში, ან იმავე კვირაში გამოვა,” – ამბობს თამარ გუგულაშვილი. 

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მკვლევარის, თინათინ ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს დღისწესრიგში ჩასმა იმაზე მიუთითებს, რომ უფრო მკაცრად უყურებს ბრიუსელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

აქ მაპროვოცირებელი ფაქტორი ნამდვილად შეიძლება იყოს ზუსტად ის, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში არც მეტი და არც ნაკლები დაჯარიმდა “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იმყოფებოდა მხოლოდ იქ სადაც იდგა ქართველი ხალხი, თავისი ევროპული მომავლის არჩევანით. 

ამ ფონის გათვალისწინებით, საქართველოს დღის წესრიგში ჩასმა იმაზე მიუთითებს, რომ უფრო მკაცრად უყურებს ბრიუსელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის იმ მოვლენებს რაც ვნახეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ,” – განაცხადა თინათინ ახვლედიანმა. 

ცნობისთის, ორი დღიანი დუმილის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა “პირველების” ინფორმაცია, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 5000 ლარით დაჯარიმდა.

ესტონეთმა ცხრა სახელმწიფოსთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ელინა ვალტონენს.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“