მედია – ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი, შესაძლოა, დღეს მიიღონ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი, შესაძლოა, დღეს დაამტკიცონ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებმა, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ დღეს დილით დაგეგმილია ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (Coreper) რიგგარეშე სხდომა, რომელზეც, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდეს.
„მალტისა და სლოვაკეთის მიერ შენიშვნების მოხსნის შემდეგ, სანქციების მე-18 რაუნდი შესაძლოა დილით დამტკიცდეს, რისთვისაც Coreper-ის რიგგარეშე შეხვედრა იგეგმება“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
უკრაინული მედიის განმარტებით, ეს შესაძლებელს ხდის, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი საბოლოოდ დამტკიცდეს ევროკავშირის ზოგადი საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ასევე დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ და მალტა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტზე ვეტოს მოხსნას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო სიმონია: ეს ბიჭი რუსთაველზე მხვდება ხოლმე… 2024 წლის 28 ნოემბერს ნიღბიანებმა კასტეტებით ისე ცემეს, თვალის ბუდე გაუტეხეს. ნაცემი დააპატიმრეს და სასწრაფო მხოლოდ გონების დაკარგვის მერე გამოუძახეს