მედია – დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქში მდებარე „კინეფის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი ავზი დაზიანდა

დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქში მდებარე „კინეფის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი ავზი დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა კირიშის რაიონში „კინეფზე“ დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. დრონის ნამსხვრევებმა ერთ-ერთი ავზის გარე სტრუქტურა დააზიანა“, – წერს დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დაშავებულები არ არიან.
ცნობისთვის, მანამდე ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ლენინგრადის ოლქის თავზე ერთი დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება