მედია: დროებით ოკუპირებულ სიმფეროპოლში პარტიზანმა ქალებმა 35 რუსი სამხედრო მოწამლეს, მათგან 24 დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ს ქალაქ სიმფეროპოლში დივერსანტმა ქალებმა 35 რუსი ჯარისკაცი მოწამლეს, მათგან 24 დაიღუპა, საავადმყოფოშია 11.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქალი რუს სამხედროებს საკვებსა და არყით გაუმასპინძლდა, რომელშიც დარიშხანი და სტრიქნინი იყო გარეული. ქალები ადგილიდან მიიმალნენ.