მედია – დონალდ ტრამპს გარემოცვა ურჩევს, არ დაურეკოს პუტინს, სანამ ის ცეცხლს არ შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ახლო გარემოცვა ურჩევს, არ დარეკოს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მანამ, სანამ ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას არ დათანხმდება, – ინფორმაციას NBC News-ი ტრამპის ადმინისტრაციის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, ტრამპს ურჩიეს, რომ სატელეფონო ზარი არ არის კარგი იდეა, თუ პუტინი არ გადასცემს თეთრ სახლს, რომ იგი თანახმაა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ამ კვირაში პუტინთან საუბარს აპირებდა. ტრამპსა და პუტინს წინა სატელეფონო საუბარი 18 მარტს ჰქონდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის – აქ სულელი არავინ არ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის მზადყოფნაა – მზად ვართ ურთიერთობისთვის, რომელიც არ იქნება ცარიელი სიტყვები, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო