მედია – დონალდ ტრამპმა და მისმა თანაშემწეებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს დასავლეთ სანაპიროზე პოლიტიკის შეცვლა სთხოვეს

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მრჩევლებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს -ში გამართულ შეხვედრებზე სთხოვეს, რომ ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე პოლიტიკა შეცვალოს, – ინფორმაციას Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, თემა განიხილეს როგორც ნეთანიაჰუსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, დონალდ ტრამპის თანაშემწეებს – სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს – შორის გამართულ შეხვედრაზე, ასევე ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე.
წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულების მხრიდან პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის, პალესტინის ავტონომიის ფინანსური არასტაბილურობისა და ისრაელის დასახლებების გაფართოების საკითხები წამოჭრეს.
აშშ-ს გზავნილი იყო ის, რომ დასავლეთ სანაპიროზე კურსის შეცვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელის ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობების აღსადგენად და აბრაამის შეთანხმებების გაფართოებისთვის.
„ნეთანიაჰუმ ძალიან მკაცრად ისაუბრა ჩასახლებულების მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ აპირებს უფრო აქტიური ქმედებების განხორციელებას,“ – განაცხადა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)