მედია – ღაზის სექტორის „სამშვიდობო საბჭოში“ მუდმივი წევრობისთვის ქვეყნებისგან 1 მილიარდ დოლარს ითხოვს

-ის პრეზიდენტი იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ „სამშვიდობო საბჭოში“ გაწევრიანება, წევრობისთვის 1 მილიარდი დოლარის გადახდას სთხოვს.

მედიის ინფორმაციით, „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნა ღაზას სექტორისთვის ზედამხედველობის გაწევის მიზნით იგეგმება და მისი წესდების პროექტის თანახმად, აღმასრულებელი საბჭოს საინაუგურაციო თავმჯდომარე დონალდ ტრამპი იქნება. სწორედ ის დაამტკიცებს, თუ რომელ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ საბჭოში გაწევრიანება. საბჭო ოფიციალური მას შემდეგ გახდება, რაც წესდებას სამი წევრი სახელმწიფო დაეთანხმება.

Bloomberg-ის ცნობით, თითოეულ წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს, საბჭოს წევრი იყოს წესდების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს სამი წლისა. თუმცა, წევრობის სამწლიანი ვადა არ გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოებზე, რომლებიც ქარტიის ძალაში შესვლიდან პირველი წლის განმავლობაში „სამშვიდობო საბჭოს“ 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შესწირავს ნაღდი ფულის სახით.

„სამშვიდობო საბჭოს” წესდებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტაბილურობის ხელშეწყობას, ჯანსაღი და ლეგიტიმური მმართველობის აღდგენას და კონფლიქტით დაზარალებულ ან საფრთხის ქვეშ მყოფ რეგიონებში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას“.

ქარტიის პროექტის პრეამბულაში ასევე ნათქვამია, რომ საბჭო „გადაუხვევს იმ მიდგომებიდან და ინსტიტუტების ქმედებებიდან, რომლებიც ძალიან ხშირად წარუმატებელი იყო“ და იმუშავებს, როგორც „უფრო მოქნილი და ეფექტური მშვიდობის დამამყარებელი საერთაშორისო ორგანო.

წევრ სახელმწიფოებს საბჭოს გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემის უფლება ექნებათ, თუმცა, მედიის ცნობით, ტრამპს მათი დამტკიცების უფლებამოსილება მხოლოდ დონალდ ტრამპს ექნება.

რას დააფინანსებს წევრობისთვის განკუთვნილი 1 მილიარდი დოლარი, ჯერჯერობით გაურკვეველია. გამოცემა „ატლანტიკის“ ცნობით, წესდების პროექტი არ ითვალისწინებს, თუ სად მიდის წევრობის გადასახადები და მასში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ საბჭოს ხარჯების დაფინანსება მოხდება „წევრი სახელმწიფოების, სხვა სახელმწიფოების, ორგანიზაციების ან სხვა წყაროების მხრიდან ნებაყოფლობითი დაფინანსებით“.

საბჭო შეიქმნა ღაზას სექტორთან დაკავშირებით ტრამპის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ზედამხედველობისა და განხორციელების ხელშეწყობისთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და მილიარდერი ინვესტორები რობერტ გაბრიელი და მარკ როუენი.

თეთრმა სახლმა საბჭოში გასაწევრიანებლად თურქეთის, არგენტინის და ეგვიპტის პრეზიდენტები მიიწვია.