მედია – დონალდ ტრამპი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გრძელდება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და -ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელზე, შტეფენ გებესტრაიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრამპმა და შოლცმა ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე ისაუბრეს.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ძალიან დიდხანს გრძელდება და რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის გზაზე რაც შეიძლება სწრაფად დადგომა“, – დასძინა გებესტრაიტმა.
ამავე დროს, შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება