“შაბათის ეთერის” ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება – დმანისის მერის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულები მიხეილ ყავალაშვილმა ციხიდან შეწყალებით გამოუშვა.
“ქართული ოცნების” პარტიის ერთ ერთი დასაყრდენი, დმანისში, რომელსაც ყოფილი მერის მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებენ, უკვე სახლშია. პროკურატურის წარდგენილი ბრალდებით, ზურა ოკმელაშვილს და კობა მენაბდიშვილს ციხეში 10 წლის გატარება ემუქრებათ, თუმცა ისინი 10 თვიანი პატიმრობის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მენაბდიშვილი და ოკმელაშვილი დმანისში, ქალაქის ყოფილი მერიის გიორგი ტატუნაშვილის მკვლელობას ცდილობდნენ. მაშინ ყოფილ მაღალჩინოსანს ხუთჯერ ესროლეს.
მკვლელობის მცდელობის შემდეგ კობა მენაბდიშვილი და ზურა ოკმელაშვილი გაიქცნენ. ისინი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მიმალვაში მყოფი კობა მენაბდიშვილი ნოტარიუსთან დადიოდა და ქონების გადაფორმებას ახერხებდა. საბოლოოდ, მოსამართლემ მძიმე მუხლი გადააკვალიფიცირა და 10 დეკემბერს მერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები ციხეში 5 წლით გაუშვა. განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ქართული ოცნების აქტივისტი მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
“შაბათის ეთერმა” შეწყალებულებს მიაკითხა, მიხეილ ყაველაშვილის გვარის ხსენებამ სახლში მყოფი ზურა ოკმელაშვილი წყობიდან გამოიყვანა. ის შაბათის ეთერზე თავდასხმის მოტივით სახლიდან, სამეგობროსთან, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწესთან, დმანისის სპორტ სკოლის მწვრთნელთან და დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლთან ერთად გამოვიდა და კამერის წინ ახალი დანაშაული ჩაიდინა.