მედია – დევნილი მოსახლეობა სამხრეთ ლიბანისკენ, თავიანთ სახლებში დასაბრუნებლად მიემართება

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას აფრთხილებს, თავიანთ სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ, – ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
”ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც უსაფრთხოდ იქნება თქვენს სახლებში დაბრუნება”, – განაცხადა ს სამხედრო პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ.
ამ გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, დევნილი მოსახლეობის ნაკადი სამხრეთ ლიბანისკენ დაიძრა.
Reuters-ი იუწყება, რომ საპორტო ქალაქ სიდონიდან, ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათზე, ანუ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ათობით ავტომობილი სამხრეთ ლიბანისკენ გაემართა.