მედია – დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ოთხი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ოთხი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღესტნის რესპუბლიკაში 5 მარტის ღამეს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ოთხი ბანდიტის განეიტრალება მოხდა, რომლებიც ქალაქ კასპიისკში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ადმინისტრაციის ობიექტზე ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ“, – ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
რუსული მედიის ცნობით, სპეცოპერაციას მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების საქმიანობას კოორდინაციას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები უწევდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!