მედია – დანიის საგარეო უწყების განმარტებით, ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს მიწვევას აზრი არ ჰქონდა

მას შემდეგ, რაც საქართველომ 2024 წელს გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებდა, მის მოწვევას კოპენჰაგენში, ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, აზრი არ ჰქონდა, – უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდას” ცნობით, ამის შესახებ მათ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გადაწყვიტეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება. ამ კონტექსტში, დანიის თავმჯდომარეობა მიიჩნევს, რომ აზრი არ აქვს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, მინისტერიალებზე მოწვევას“, – განუმარტეს გამოცემას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, დანიის თავმჯდომარეობამ განმარტა, რომ „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების 2024 წლის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო, რომლებმაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია“.
ცნობისთვის, 1-2 სექტემბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ევროპის საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე