მედია: დაანონსებული და არშემდგარი ინტერვიუ

4 ივლისს, ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი“) საზოგადოებას აცნობა, რომ სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ინტერვიუს შეთანხმება შეძლო.

„როგორც ჩანს, ჩვენ მივიღეთ ინტერვიუ ზელენსკისთან. ამას ორი წლის განმავლობაში ვცდილობდით და განსაკუთრებით ინტენსიურად თებერვალში, პუტინთან ინტერვიუს შემდეგ. ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ამერიკელებს საჭირო ინფორმაცია იმ კონფლიქტის შესახებ, რომელიც მთლიანად ცვლის მათი ქვეყნის პოზიციას მსოფლიოში. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე მოხდება“, – დაწერა კარლსონმა.

თუმცა, მალევე, ჟურნალისტის ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უარყვეს – ზელენსკის გუნდში ამბობენ, რომ კარლსონთან შეხვედრა პრეზიდენტის დღის წესრიგში არ არის; ამერიკელ ჟურნალისტს კი ურჩევენ, უკეთ გადაამოწმოს თავისი წყაროები „ეფესბეში“.

“ბატონმა ტაკერ კარლსონმა უფრო ყურადღებით უნდა გადაამოწმოს თავისი წყაროები „ეფესბეში“. უკრაინის პრეზიდენტს სულ სხვა განრიგი აქვს და ტაკერ კარლსონი იქ არ არის“, – დაწერა „ფეისბუკში“ ზელენსკის პრეს-მდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.

რა მოხდა ამერიკელ ჟურნალისტსა და ზელენსკის ოფისს შორის?

იყო თუ არა ინტერვიუ შეთანხმებული, თუ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას?

ჰქონდა თუ არა ტაკერ კარლსონს პრეზიდენტის ოფისისგან რაიმე დაპირება, რომელიც შემდეგ გადათქვეს?

ამ კითხვებზე პასუხები უცნობია, რადგან არც ჟურნალისტის და არც ზელენსკის ოფისის მხრიდან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა;

ტაკერ კარლსონს არ დაუკონკრეტებია, ვისთან ჰქონდა კონტაქტი უკრაინის პრეზიდენტის გუნდში; შესაბამისად, უცნობია, რა სახის კომუნიკაცია ჰქონდა მას უკრაინულ მხარესთან.

რთულად წარმოსადგენია, რომ მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე ჟურნალისტს (სოციალურ ქსელ X-ში მას 13 მილიონი გამომწერი ჰყავს) ასეთი მნიშვნელოვანი ინტერვიუსთვის მზადება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაეანონსებინა.

თუმცა, ფაქტი ერთია – კარლსონის კითხვები არა მხოლოდ უპასუხო, არამედ დაუსმელიც დარჩა.

როგორც თავად ჟურნალისტი აღნიშნავდა, უკრაინის პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩაწერას ის ბოლო ორი წელია, ცდილობს; განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც თებერვალში ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

მიმდინარე წლის თებერვალში ტაკერ კარლსონი იყო პირველი დასავლელი ჟურნალისტი, რომელმაც ში ს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა.

ის მწვავედ გააკრიტიკეს, როგორც ინტერვიუს ჩაწერამდე, ისე, მას შემდეგ, იმ მიზეზით, რომ კრემლის ნარატივების გავრცელებას შეუწყო ხელი. დასავლურ პრესაში კარლსონს პუტინის „სასარგებლო იდიოტიც“ კი უწოდეს.

მაშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ თქვა, რომ პუტინის განცხადებები სიახლე არ ყოფილა; შოკისმომგვრელი ის იყო, რომ მათ გავრცელებას ამერიკელმა ჟურნალისტმა შეუწყო ხელი.

ევროპარლამენტის დეპუტატმა გი ვერჰოფსტადტმა კი ტაკერ კარლსონისთვის სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ტაკერ კარლსონის კითხვებით კმაყოფილება არც მის რესპონდენტს გამოუთქვამს. ინტერვიუდან ერთი კვირის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ უფრო აგრესიულ შეკითხვებს ელოდა, თუმცა, ჟურნალისტმა „ყურადღებიანი მსმენელის“ ტაქტიკა არჩია.

ს აქტიურ მხარდამჭერ, მემარჯვენე კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილ ტაკერ კარლსონს 2016-2023 წლებში ტელეკომპანია „ფოქს ნიუსზე“ გადაცემა Tucker Carlson Tonight მიჰყავდა.

ტელეკომპანიიდან ის გასული წლის აპრილში, ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

მას შემდეგ კარლსონი ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-თან თანამშრომლობს და სწორედ ამ პლატფორმაზე ქვეყნდება მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?