მედია: დააკავეს პირი, რომელიც იღებდა როგორ გადაუკეტა პატრულმა ბაიკერს გზა

ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე – ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, დააკავეს – ამის შესახებ ინფრომაცია “პირველებს” დაკავებული გიკა მოდებაძის მეუღლემ მარიამ სურმანიძემ დაუდასტურა.

საქმე ეხება ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავარიას, რომელსაც მოტოციკლის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა გიკა მოდებაძეს აქვს გადაღებული, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია.

ვიდეოში თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია ადგილზე მტკიცებულების განადგურებას ცდილობს.

ამ ეტაპზე არაფერი არვიცი, უბრალოდ, დილით საპატრულოდან დამირეკეს, ხვალ დილით გამოვუშვებთო,” – უთხრა უთხრა მარიამ სურმანიძემ “პირველებს”.

ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ მოტოციკლისტს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი აედევნა და მას გზა ჩაუკეტა

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა