მედია: გორის ,,კეთილმოწყობის” სააგენტოს წარმომადგენლები სააგენტოს ახლადდანიშნული დირექტორის ოჯახის წევრების სახლში დააფიქსირეს

გორის ,,კეთილმოწყობის” სააგენტოს წარმომადგენლები, რომელთა ანაზღაურება დაახლოებით 600 ლარია და მხოლოდ საზოგადოებრივი ადგილების მოვლა-პატრონობა ევალებათ, სააგენტოს ახლადდანიშნული დირექტორის ოჯახის წევრების სახლში დააფიქსირეს. წყაროს მიერ მოწოდებული ფოტოთი ირკვევა, რომ სააგენტოს თანამშრომლები კერძო ობიექტზე მძიმე სამუშაოს ასრულებენ.
📌 სააგენტოში გვითხრეს, რომ ახლადდანიშნულ დირექტორს ალექსანდრე გორგაძეს ამ სამუშაოებთან შეხება არა აქვს და შესაძლოა, მუშებმა იქ მისვლა თავად გადაწყვიტეს.
✔️ ,,ჩვენს თანამშრომლებს კერძო ობიექტებზე მუშაობის უფლება არა აქვთ. თუ ვინმეს სამშენებლო მასალების გატანა სურს, უნდა დაიქირავოს კერძო კომპანია. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, სააგენტოს დირექტორს მასთან არანაირი შეხება აქვს. ეს სახლი მართლაც ახლობლისაა, დედის ძმის. დირექტორი ამ სახლში აღარ ცხოვრობს. მაგრამ იქ დირექტორს არ გაუგზავნია.” – გვითხრეს პრესსამსახურში.