მედია: “გოგა მემანიშვილმა საჯაროდ დაგვიმტკიცოს, რომ წერა-კითხვა იცის” – -ში ახალი დოკუმენტი შევიდა

“გოგა მემანიშვილმა საჯაროდ დაგვიმტკიცოს, რომ წერა-კითხვა იცის” – ამ მოთხოვნით დღეს -ში ახალი დოკუმენტი შევიდა.

დოკუმენტის ავტორი სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ ზაქარეიშვილია.

“ცოტა ხნის წინ შევიტანე ახალი გაფრთხილება და გუშინდელის გათვალისწინებით იძულებული გავხდი, ახალი მოთხოვნაც დამეყენებინა” – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი.

რა წერია განცხადებაში: 

მოგმართავთ განცხადებით (გაფრთხილებით) რომ 2025 წლის 22 დეკემბერს ქალაქ თბილისში იმართება შეკრება/მანიფესტაცია. შეკრება/მანიფესტაციის დროს გავაპროტესტებთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, განსაკუთრებით კი სამართლიანი სასამართლოს არარსებობას, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ფაქტებს, ევროპული კურსიდან რუსული კურსისკენ გადახვევას, სთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდში ავლაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობას, რეპრესიული კანონების მიღებას, 2024 წლის ნოემბერ/დეკემბერში ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული შესძლო ქიმიური ნივთიერების საკითხის გამოუძიებლობას და სხვა. ასევე გვექნება შემდეგი მოთხოვნა: გოგა მემანიშვილმა საჯაროდ დაგვიმტკიცოს, რომ მან წერა-კითხვა იცის. შეკრება მანიფესტაციაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 102-დან 13856 ადამიანამდე. ღონისძიება ჩატარდება დგომით (ორივე ფეხზე) და ჯდომით. შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების ადგილი: 41°41 30.0″N 44°4755.0°E. შეკრება/მანიფესტაცია დაიწყება თბილისის დროით დაახლოებით 19:17 საათზე და დასრულდება დაახლოებით 23:59 საათზე. შეკრება/მანიფესტაციის დროს საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა მოხდება 112- ის გამოძახებით. პასუხისმგებელი პირი: მიხეილ ზაქარეიშვილი;