2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ანალიზს წარმოადგენს, საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა.
კერძოდ, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ ივნისში განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო 163 ქვეყანას შორის 109-ე ადგილს იკავებს.
გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს წინ უსწრებენ გვატემალა, ეგვიპტე, გაიანა, ფილიპინები, ელ სალვადორი, კონგოს რესპუბლიკა, კუბა და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მშვიდობის ინდექსში ყველაზე წინ არის სომხეთი, ბოლო ადგილზე კი რუსეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგში საქართველოსა და რუსეთის გარდა, საქართველოს ყველა მეზობელი დაწინაურდა. უფრო დეტალურად:
- სომხეთი – 58-ე ადგილი (დაწინაურდა 10 პუნქტით);
- აზერბაიჯანი – 95-ე ადგილი (დაწინაურდა 17 პუნქტით);
- თურქეთი – 146-ე ადგილი (დაწინაურდა 1 პუნქტით);
- რუსეთი – 163-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 2 პუნქტით).
მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები რეიტინგის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისლანდია იყო, ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო კი რუსეთი. უფრო კონკრეტულად, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული ასეთია:
- ისლანდია;
- ირლანდია;
- ახალი ზელანდია;
- ავსტრია;
- შვეიცარია;
- სინგაპური;
- პორტუგალია;
- დანია;
- სლოვენია;
- ფინეთი.