მედია – გერმანიაში “ქრისტიან დემოკრატები” და “სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ

გერმანიაში “ქრისტიან დემოკრატები” და “სოციალ დემოკრატები” კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეარხი n-tv კოალიციურ მოლაპარაკებებთან ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ფედერალური დან ხუთი კვირის შემდეგ გერმანიის “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი” და “სოციალ-დემოკრატიული პარტია” კოალიციაზე შეთანხმდნენ.
აღინიშნება, რომ საბაზისო შეთანხმება დღეს, 8 აპრილს, საღამოs იქნა მიღწეული და ახლა “საბოლოო დეტალებზე” მიმდინარეობს მუშაობა. წყაროების ცნობით, შედეგების გამოცხადება 9 აპრილს, შუადღით იგეგმება.
ასევე აღინიშნება, რომ “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერის, ფრიდრიხ მერცის ბუნდესტაგში კანცლერად არჩევის თარიღად 6 მაისი განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბუბა კუდავა: ვისაც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგანძურის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის – მომავლის გადაწყვეტა განგიზრახავთ – კულისებში, უჩუმრად და ქურდულად… ვერ გამოგივათ, მეგობრებო, ეგ ამბავი

არჩილ გორდულაძე – დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნედაც უნდა ვიყოთ, დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა დაწესებულებებში დასაქმებები