გიორგი გახარიას დაკავების რისკი ისევ არსებობს – დღეს ირაკლი კობახიძემ “პირველების” კითხვის საპასუხოდა თქვა, რომ ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრალდებები და კითხვები ისევ ძალაში რჩება.
რაც შეეხება “ოცნების” სარჩელში გახარიას პარტიის არმოხვედრას, კობახიძე ამბობს, რომ “გახარია-საქართველოსთვის” პარლმანეტში შესვლამ გადაარჩინა და ამიტომაც არ მოხვდა ასაკრძალი პარტიების სიაში.
სამართლებრივად პარტიამ თავი გადაირჩინა, რადგან მთავარი საყრდენი სარჩელში იყო სწორედ საბოტაჟი და გამომდინარე იქიდან, რომ გამოვიდა საბოტაჟის რეჟიმიდან, ამით გადაარჩინა პარტია აკრძალვის შესახებ სარჩელში მოხვედრას, თუმცა ის ბრალდებები რაც ისმოდა კონკრეტულად ამ ადამიანის მიმართ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალაში რჩება – იგივე ჩორჩანა, იგივე საბოტაჟში მონაწილეობა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე რჩება ძალაში”, – განაცხადა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” სარჩელით, ასაკრძალი პარტიების სიაში მოხვდნენ:
- “ნაციონალური მოძრაობა”
- კოალიცია “ცვლილებისთვის” შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია “ახალზე”
- “ლელო – ძლიერი საქართველო”
 
				 
								
 
								


