რიჟვაძის საქმეზე დაკავებულ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს უკვე ბრალდებულის სტატუსი აქვს. ალეკო ახვლედიანს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. ბრალდებული მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ იარაღის შენახვის წესი დაცული იყო. გლოკის ტიპის იარაღს ახვლედიანი ფანჩატურში, ქეისში ინახავდა.
ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. რიჟვაძის საქმის ოქროს მოწმე აპირებს, პროცესზე დუმილი დაარღვიოს. ირკვევა, რომ საქმეში დევს სათვალთვალო კამეროთ გადაღებული მასალები, რონელიც ასახავს, როგორ გამოაქვს ფანჩატურიდან იარაღი თორნიკე რიჟვაძეს. ახვლედინის ადვოკატის ინფორმაციით, რიჟვაძემ იარაღი აიღო, საძინებელში შევიდა და გაისროლა.
ახვლედიანის ადვოკატმა დაადასტურა “პირველების” ინფორმაცია, რომ რიჟვაძე კლინიკაში მასპინძელმა შეიყვანა. დასტურდება ისიც, რომ ახვლედიანის სახლში საბედისწრო გასროლამდე სხვა სტუმრებიც იყვნენ.
ვინ იმყოფებოდა საბედისწერო ღამეს ახვლედიანის სახლში და ხომ არ უძღვოდა სუიციდის მცდელობას საქმის გარჩევა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჯერ უცნობია იდენტიფიცირებული ჰყავს თუ არა გამოძიებას ყველა ადამიანი, რომლებიც იმ დღეს საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის სახლში იყვნენ.