მედია: გაურკვეველი მიწები თბილისის მერიის ბალანსზე, 37 მილიონიანი მიწა მისამართის გარეშე – ექსპერტები კორუფციულ რისკებზე საუბრობენ (ვიდეო)

თბილისის მერიას ბალანსზე აღრიცხული აქვს 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთები, რომელთა ზუსტი მდებარეობა დადგენილი არ არის. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ფინანსურ საქმიანობას ეხება.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მერიის ბალანსზე არსებობს მილიონობით ლარის ღირებულების უძრავი ქონება, თუმცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს არც საკადასტრო კოდი და არც კონკრეტული მისამართი არ გააჩნია. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ხორციელდება მათი კონტროლი და მართვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი ვითარება ზრდის ორმაგი რეგისტრაციისა და ქონების დაკარგვის რისკს. ასევე არსებობს საფრთხე, რომ ძვირადღირებული მიწის ნაკვეთები მესამე პირებზე ისე გასხვისდეს, რომ ამის შესახებ მუნიციპალიტეტმა ინფორმაცია ვერ მიიღოს.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ მერია ვერ უზრუნველყოფს აქტივების რეგულარულ ინვენტარიზაციასა და საბაზრო ღირებულების სწორ შეფასებას. ამასთან, პრობლემები გამოვლინდა მერიის მიერ დაფუძნებული მუნიციპალური საწარმოების აქტივების აღრიცხვაშიც. ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით აღმოჩენილი ხარვეზების ჯამური ფინანსური ეფექტი 747 მილიონ ლარს აღწევს.

აუდიტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პრობლემები მერიაში წლების განმავლობაში გრძელდება, რის გამოც კორუფციის მკვლევართა ნაწილი პასუხისმგებლობას თბილისის მერს, კახა კალაძეს, აკისრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამერიკულმა ტელევიზიამ აღიარა შეცდომა – ადრე STING-ის გადამჭერი უპილოტო სისტემები “ამერიკის მაღალტექნოლოგიურ არსენალად” მოიხსენია, თუმცა ამჯერად განმარტეს, რომ ეს უკრაინის უახლესი ტექნოლოგიაა (ვიდეო)