,,გასული წლის თებერვლიდან ველოდებით ანაზღაურებას. ვმუშაობდით, ლამის წელები ჩაგვწყდა, მაგრამ არ აგვინაზღაურეს. ვურეკავთ ,,პრარაბს” – იაგოს, რომელმაც ამ სამუშაოებზე დაგვასაქმა. ის გვეუბნება, რომ მეც არ მაძლევენ თანხასო. თბილისში ვურეკავთ კომპანიის ხელმძღვანელებს და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ” – უთხრეს ,,ქართლის ამბებს” საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებმა.





