მედია: გამოძიებით დადგენილია, რომ პირველი, ვისაც ლევან ჯანგველაძემ პანაშვიდის მისამართი ჰკითხა გელა უძილაურია

გამოძიებით დადგენილია, რომ პირველი ვისაც მოკლულმა ლევან ჯანგველაძემ პანაშვიდის მისამართი ჰკითხა, მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურია – ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე “კანონიერი ქურდის” ძმის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ განაცხდა.

აღნიშული დაადასტურა, საქმის ოქროს მოწმემ, ლევან ჯანგევლაძის მეგობარმა კახა ძანძავამაც, რომელიც საბედისწეო დღეს ბიზნესმენთან ერთად იმყოფებოდა ჯერ პანაშდვიზე, ჭავჭავაძის გამზირზე და შემდეგ მკვლელობის მომენტში.

ძანძავამ, რომელიც ამ წუთებში ჩვენებას აძლევს, სასამართლო დარბაზში თქვა, რომ პანაშვიდის მისამართი მან და ლევან ჯანგველაძემ ორ პირს ჰკითხა, მათ შორის პირველი მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური იყო.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს -მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა “კანონიერიქ ქურდის” ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

წყარო