მედია: ბრიტანეთმა პუტინის ტანკერების “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დააწესა კიდევ 18 რუსულ ნავთობტანკერზე და თხევადი ბუნებრივი აირის 4 გემზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ეს ნავთობტანკერების “ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ დღემდე დაწესებული სანქციების ყველაზე დიდი პაკეტია.

შესაბამისად, დამატებით 18 ნავთობტანკერს აეკრძალება გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა და ვერ შეძლებენ ბრიტანეთის საზღვაო სერვისებზე წვდომას, რაც სანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობას 43-მდე ზრდის.

„ჩრდილოვანი ფლოტი“ იყენებს უკანონო პრაქტიკას, რათა თავიდან აიცილოს დასავლეთის შეზღუდვები რუსულ ნავთობზე.

„ნებისმიერი აქტორი, რომელიც ხელს უწყობს და მხარს უჭერს ს ბოროტ საქმიანობას, შესაძლოა სანქციების წინაშე აღმოჩნდეს“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – რიგგარეშე არჩევნების თემას სკეპტიკურად ვუყურებ – რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს

ჯანდაცვის მინისტრი – კლინიკების არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, რადგან ამას სჭირდება, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა – ვეცდებით პაციენტის საუკეთესო ინტერესების რელევანტური იყოს გადაწყვეტილებები